შოთიკო ბარაბაძის მონატრება

  8 მარტს შენთვის დაბადების დღე უნდა მოგველოცა, მაგრამ მოულოდნელმა ტრაგედიამ და დაუნდობელმა ბედისწერამ სასტიკი განაჩენი გამოგიტანა.
პირველად ვხვდებით უშენოდ დაბადების დღეს, 32 წელიწადი შეგისრულდებოდა მამის იმედსა და ნუგეშს. არამარტო მამის, არამედ დის, ახლობლებისა და მეგობრების... რა მტკივნეული და გაუსაძლისია ჩვენი არსებობა... მოგვაკლდი ყველას და მოუშუშებელ იარად დაგვრჩი გულში.
შენმა სიკვდილმა აატირა დიდი და პატარა... დიდსულოვანი იყავი, გიყვარდა ყველა და ამ სიყვარულს მუდამ ვგრძნობდით გარშემო მყოფნი.
ულამაზესმა ვაჟკაცმა, ღიმილის ბიჭმა უდიდესი ტკივილი და დარდი დაგვიტოვე. როგორ ველოდით, რომ შენს პატარა მოსახელესაც ერბინა ოჯახში, მაგრამ განგებამ ასეთი განაჩენი გვარგუნა...
ამბობენ, ღმერთს რჩეულნი თავისთან მიჰყავსო, მიგვაჩნია, რომ იმ რჩეულთაგანი ხარ. ამით ვიიმედებთ თავს, საყვარელო შოთიკო! რაც დრო გადის - უსაშველოდ გვენატრები...
უფალს შევთხოვთ, ჩვენს მიერ დანთებულმა სანთლებმა ნათელი სხივი და მარადიული სიმშვიდე არ მოაკლოს შენს სპეტაკ სულს...

შენი ოჯახი და ახლობლები


1 კომენტარი “შოთიკო ბარაბაძის მონატრება

  1. Уведомление: 2necessarily

კომენტარები გამორთულია