თემურ აბულაძეს გამოსათხოვარი

  ელვის სისწრაფით გავრცელდა ხმა ქალაქში ერთი პატიოსანი, ზნემაღალი, წესიერი, ადამიანური თვისებებით გამორჩეული პიროვნების ტრაგიკულად გარდაცვალების შესახებ. თემურ აბულაძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელიც მუდამ მუხლჩაუხრელად, უპრეტენზიოდ, მაღალი ზნეობით ემსახურებოდა საყვარელ პროფესიას.
ბედისწერა ვერ ხსნის სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს. ადამიანის გონება ვერ სწვდება უფლის განგებულებას, თუ სად მთავრდება სიცოცხლე და სად გრძელდება მარადიულობის არსობა.
დააკლდა ქალაქს კარგი მოქალაქე. ოჯახმა დაჰკარგა მზრუნველი და მოსიყვარულე შვილი, ძმა, მამა და მეუღლე, სამეგობრომ _ საიმედო მეგობარი.
მსუბუქი იყოს თქვენთვის მშობლიური კუთხის მიწა. სულის მარადისობაში დასავანებლად ჩაუქრობელ ლამპრად ენთოს მარადის უფლის გზისაკენ მანათობელი წმინდა სანთლები.

გაზეთის ,,ტყიბულის” რედაქცია

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.