78070442_3239122689491184_5014101969908793344_o

N2 და გელათის საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 ტყიბულში N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, ადგილზე გაეცნო და აღნიშნულ ობიექტზე დასაქმებულებს გაესაუბრა.

  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, როგორც N2, ისე გელათის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა სრული აღდგენა მიმდინარეობს, რაც მათ თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას ითვალისწინებს. ორივე პროექტი გარდამავალია. N2 ბაღის რეაბილიტაცია მერიის მიერ შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით 480 128 ლარის ღირებულებისაა, პირველ ეტაპზე აქ 200 ათასი ლარის სამუშაოები იქნება შესრულებული, რომელსაც შ.პ.ს ,,ბერმუხა“ აწარმოებს, ხოლო გელათის ბაღისათვის 298 420 ლარია საჭირო. აქ წელს 150 ათასი ლარის სამუშაოები განხორციელდება, რომელსაც შ.პ.ს ,,თბ- კაპიტალი“ ასრულებს.

  ორივე ინფრასტრუქტურული ობიექტის სრული რეაბილიტაცია 2020 წლის 1ივნისამდე უნდა დასრულდეს.

  მარი ბაბუხადია