N1 ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია იწყება

  მომავალ სასწავლო წელს ტყიბულის N1 ბაგა-ბაღი სრულიად ახალი შენობით შეხვდება. პროექტის ღირებულება 700 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.აღნიშნული უწყების რამდენიმეკაციანი სამუშაო ჯგუფი, მონიტორინგის მიზნით, ტყიბულს ეწვია და ავარიული შენობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელობასთან ერთად, დაათვალიერა.

  ისტორიული ნაგებობის სრული რეაბილიტაცია ზაფხულში დაიწყება და რამდენიმე თვეში ევროპული სტანდარტების მქონე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მოემსახურება პატარებს.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.