N1 ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაციისათვის 783 ათასი ლარი გამოიყო

  ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ტყიბულში, ელენე ლეშკაშელის სახელობის, N1 ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის ღირებულება 783 ათასი ლარია.

  მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, აღნიშნულ ორგანიზაციას ეწვია და ადმინისტრაციასა და აღსაზრდელთა მშობლებს ეს მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო.

  სარეკონსტრუქციო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება და ახალ სასწავლო წელს აღნიშნული დაწესებულება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შენობით შეხვდება.

მარი ბაბუხადია

66 thoughts on “N1 ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაციისათვის 783 ათასი ლარი გამოიყო

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.