მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ტყიბულში, გელათის ქუჩა N22-ში, ელენე ლეშკაშელის სახელობის N1 ბაგა-ბაღში რეკონსტრუქციის პროცესი დაიწყო.
620 ათას 927 ლარის ღირებულების სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „რებილდი“ ასრულებს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორთან ერთად, პირადად გაეცნო ბაღში მიმდინარე სამუშაოს.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია