seniorpiri012

,,CENN-მა“ ორპირის სკოლაში „ფოტო-სინთეზი - 2016-ის“ გამარჯვებული გამოავლინა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორპირისა და გელათის საჯარო სკოლებში ფოტო-კონკურსის, „ფოტო-სინთეზის“ პირველი ტურის გამარჯვებულები გამოავლინეს. აღნიშნული ღონისძიება ორგანიზაცია „CENN-ის“ იმერეთის მხარის კოორდინატორის, მაია კეზევაძის, მხარდაჭერით განხორციელდა. თეონა სანდუხაძისა და ნიკა ბაკურაძის ნამუშევრებმა მშობლიური სკოლების მხარდაჭერა მოიპოვეს და რეგიონალურ გამოფენაში მონაწილეობის უფლება მიიღეს. პროექტს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი, „CENN-ი“ ახორციელებს. დასკვნით ეტაპზე სამი საუკეთესო ფოტოს ავტორი ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიებით დაჯილდოვდება.

ნათია მურუსიძე