tatbiri

თათბირი გამგეობაში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოველკვირეულ თათბირს გამგებლის მოადგილეები და სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ. მას გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, უძღვებოდა.

  შეხვედრაზე, ძირითად საკითხთა შორის, 2015 წლის გეგმით შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები და სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ განსახორციელებელი ღონისძიებები გამოიკვეთა. აქვე განხილული იქნა ადმინისტრაციული ერთეულების მიერ ერთი კვირის განმავლობაში შესრულებული და სამომავლო სამუშაოები.

მარი ბაბუხადია