215_0599_01.MP4.Still236

მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დღეისათვის, უკვე დასრულებულ და ამჟამად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, მერის I-მა მოადგილემ, გიორგი ლომთაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონალური ინიციატივების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, მარიკა ვაჭარაძემ, მონიტორინგი განახორციელეს.

  პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონალური ინიციატივების ცენტრი - ნათელი მომავალი,“ მსოფლიო ბანკის, „ელკანასა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რისთვისაც 60 ათასამდე ლარი იხარჯება. მთლიანად შეიცვალა მუზეუმის სახურავი, მეორე სართულზე საგამოფენო სივრცის სამ დარბაზში მოეწყო ჭერი და გაკეთდა ახალი ელექტრო გაყვანილობა. აქ ასევე მოხდება წინა ფასადის ოცივე ფანჯრის მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით ჩანაცვლება.

მარი ბაბუხადია