ახალი წლის ღამეს სამშობიაროში გოგონა დაიბადა

  31 დეკემბრის საღამოს სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ტყიბულის ჰოსპიტალში გოგონა დაიბადა. ბოჭორიშვილების ექვსსულიან ოჯახს, რომელიც სამ ვაჟს ზრდის, ქალიშვილის დაბადებამ დიდი სიხარული მიანიჭა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ახალშობილის წონა 3 კილოგრამი და 500 გრამია, სიგრძე კი 50 სანტიმეტრი.

  წინასაახალწლოდ პატარა მარიამის დაბადებამ ოჯახთან ერთად სამედიცინო პერსონალსა და სამეანო-გინეკოლოგიის სამსახურის სამორიგეო ჯგუფს განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია