215_7807_01.MP4.Still002

253-მა ოჯახმა წინასაახალწლოდ საჩუქარი მიიღო

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით, წინასაახალწლოდ, სადღესასწაულო ნობათითა და სხვა პროდუქტებით დატვირთული სასაჩუქრე კალათები გადასცეს. მათ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შინ ესტუმრნენ და დამდეგი შობა-ახალი წელი საჩუქრებით მიულოცეს.

  ტრადიციული ხასიათის აქტივობა ჩვენს მუნიციპალიტეტში, როგორც საახალწლოდ, ისე - სხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით, ყოველწლიურად ხორციელდება. ამჯერად, სადღესასწაულო საჩუქარი ქალაქსა და სოფლებში მცხოვრებმა 253-მა ოჯახმა, მათ შორის, ხანდაზმულთა ,,შინმოვლის სერვისით“ მოსარგებლეებმაც, მიიღო. აღსანიშნავია, რომ „შინმოვლის სერვისის“ ფარგლებში შერჩეულ 30 ბენეფიციარს თვეში ოთხჯერადი ინტენსივობით მიეწოდება საყოფაცხოვრებო, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურების კომპლექსი. პროექტს ახორციელებს „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“, გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია - „ASB“, ევროკავშირის დაფინანსებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

მარი ბაბუხადია