4.ბიურო

ტყიბულში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, ფუნქციონირებს

 

  2017 წლის 4 იანვრიდან, ტყიბულში, ფუნქციონირებს მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, რომლის წარმომადგენლები საკონკურსო წესით შეირჩნენ.

 

  ნიკა წიქრიძე დაიბადა 1994 წლის 9 იანვარს, ქალაქ ტყიბულში. 2012 წელს დაამთავრა N1 საჯარო სკოლა.

  2012-16 წ.წ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 100%-იანი გრანტით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. აქვს მეორე სპეციალობა - სოციოლოგია. ასევე, სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგზე.

  2012 წლიდან ჩართული იყო სხვადასხვა  არასამთავრობო ორგანიზაციის  50-ზე მეტ პროექტში.

  არის რამდენიმე პროექტის ავტორი და თანაავტორი, რომელთა ძირითადი თემა სოციალური სფერო და სამოქალაქო აქტივიზმია.

  2013 წელს მოიპოვა ერთწლიანი მანდატი საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტში და ურთიერთობა ჰქონდა საკანონმდებლო საქმიანობასთან, მოგვიანებით გახდა მრავალფეროვნების სკოლის მონაწილე,  ბოლოს კი პროგრამის  ალუმნი. 2016 წლიდან არის იგივე პროგრამის მენტორი.

  2012-16 წ.წ.  აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ამავდროულად, იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის e-learning.ge-ს პროგრამის შემფასებელი, ინტერვიუერ-მკვლევარი კერძო კომპანიებიდან და პროექტების კოორდინატორი სხვდასხვა ორგანიზაციებში.

   გავლილი აქვს  სტაჟირების პროგრამები, როგორც არასამთავრობო, ისე საჯარო სექტორში. ამჟამად არის თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარის, ელგუჯა გოცირიძის, ბიუროს თანამშრომელი. 

  ცოტნე  ჯანელიძე დაიბადა 1992 წლის 15 სექტემბერს, ქალაქ ტყიბულში. 2010 წელს დაამთავრა ტყიბულის N1 საჯარო სკოლა.  იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. არის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი. 2015 წელს სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის სამაგისტრო კურსზე.

  გავლილი აქვს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ტრენინგები და სემინარების კურსები, მათ შორის, საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ. 2013 წელს ჩაერთო უნივერსიტეტის პროექტში „თსუ-ს დესპანი.“ 2012 წლის ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი. აქტიურად იყო ჩართული რამდენიმე პროექტში. 2014 წელს, კონფლიქტებისა და მოლაპარაკების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კვლევაში, რომელიც ეხებოდა კონფლიქტისპირა რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესახებ ინფორმირებულობის დონეს.

   ხატია ბეროძე დაიბადა 1990 წლის 11 ივნისს, ქალაქ თბილისში.  2007 წელს დაამთავრა სოფ. კურსების საჯარო სკოლა, 2008-12 წ.წ. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სახელმწიფო გრანტით, რომელიც წარჩინებით დაამთავრა  და სწავლა განაგრძო აკ. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, საჯარო სამართლის სპეციალობით. 2014 წელს დაიცვა მაგისტრის ხარისხი თემაზე - პარლამენტარიზმის ფუნქციონირების თავისებურებები სხვადასხვა პოლიტიკურ–სამართლებრივ სისტემაში. ამ პერიოდის განმავლობაში იყო იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სტიპენდიანტი. გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი სხვადასხვა საკითხებზე და თავად არის მიწვეული ტრენერი საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში  სტაჟირება გაიარა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, გამომძიებლის თანაშემწედ. 2012-14 წ.წ. მუშაობდა ადვოკატის თანაშემწედ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში, 2 წლის განმავლობაში ამავე ორგანიზაციაში იყო სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლის პედაგოგი. 2015 წლიდან – 2017 წლის იანვრამდე მუშაობდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კოორდინაციის განყოფილების კურსების ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტად. 2015 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლას.

ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს.

 

  მოქალაქეების მიღება მიმდინარეობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - დან 18:00 საათამდე. მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი N3, III სართული.

  საკონტაქტო ტელეფონი: 597 05 88 22