215_7527_01.MP4.Still001

11 ლიფტის რეაბილიტაცია სრულდება

  ტყიბულში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 11 ერთეული ლიფტის განახლება ხდება, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით 232 ათასი ლარი იხარჯება.  სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბერძელქვა - 20“ აწარმოებს, რომელიც სახელშეკრულებო ვადების მიხედვით 20 დეკემრისთვის უნდა დასრულდეს.

  მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, ახობაძის ქუჩის N1 საცხოვრებელი კორპუსის ოთხ სადარბაზოში მიმდინარე და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

   წელს ლიფტების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ხორციელდება, პირველზე კი, ასევე, - რ.გ.ფ-ის დაფინანსებით, 5 ერთეული ლიფტი განახლდა, რისთვისაც 100 ათასი ლარი დაიხარჯა. ლიფტების აღდგენა ჩვენს ქალაქში რამდენიმე წელია ხორციელდება და  არსებული 33 ერთეულიდან, აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, მხოლოდ 4 ლიფტი იქნება სარეაბილიტაციო.

მარი ბაბუხადია