ჯონიაში უძველესი ეკლესია აღდგა და სამეუფეო წირვა აღევლინა

  22 მაისს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე, ორპირის თემის სოფელ ჯონიაში წმ. გიორგის სახელობის უძველესი ეკლესია, მამა ნიკოლოზის (ქათამაძე) ძალისხმევითა და სოფლის მოსახლეობის თანადგომით, აღდგა. როგორც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ტაძარზე, ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გარკვეული სამუშაოები ჩაატარა მისი რეაბილიტაციისთვის. ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა, მეუფე გიორგიმ (შალამბერიძემ) სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა, აკურთხა იგი და შეკრებილ მრევლს ეს დიდი დღესასწაული ამბიონიდან მიულოცა.

  სოფლის ზეიმზე საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი, ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნატო ქათამაძე და სხვა მოწვეული სტუმრები იღებდნენ მონაწილეობას.

ნანა რაზმაძე

1 კომენტარი “ჯონიაში უძველესი ეკლესია აღდგა და სამეუფეო წირვა აღევლინა

  1. Уведомление: 1slanderous

კომენტარები გამორთულია