ხელბურთელ გოგონათა დებიუტი

  2004-05 წ.წ. დაბადებულ გოგონათა შორის მიმდინარეობს საქართველოს პირველობა ხელბურთში, რომელშიც 12 გუნდი მონაწილეობს. სენაკის სპორტის სასახლეში ერთმანეთს დასავლეთ ზონის 6 გუნდი დაუპირისპირდა. შეჯიბრის პირველი დღის აღმოჩენა იყვნენ ტყიბულელი სპორტსმენები, რომლებიც პირველად იღებდნენ მონაწილეობას ჩემპიონატში. ჩვენმა ხელბურთელებმა ფოთის „ოქროს ვერძი“ და აჭარის „აჭარა“ დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში, ამ ეტაპისათვის, ორი მოგებითა და ერთი წაგებით, II ადგილი დაიკავეს.

  რაც შეეხება აღმოსავლეთ ზონის 6 გუნდს ისინი თბილისში, სპორტკომპლექს არენაზე, აგრძელებენ შეხვედრებს.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია