215_0599_01.MP4.Still1121

ხანძრით დაზარალებულ ოჯახს გამგეობამ დახმარება აღუთქვა

  მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, ორბელიანის ქუჩაზე, N17-ში მცხოვრები ცქიფურიშვილების მრავალსულიანი ოჯახის, რამდენიმე დღის წინ, ხანძრის შედეგად დამწვარი საცხოვრებელი სახლი მოინახულა. იგი ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მათ მდგომარეობას გაეცნო. შენობის ორივე სართული მთლიანად დაიწვა და მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთაგან ორი მცირეწლოვანია, საცხოვრებლის გარეშე, ღია ცის ქვეშ, დარჩა.

  გამგებელმა დაზარალებულთა მიმართ თანადგომა გამოხატა და აღნიშნა, რომ მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის და შეისწავლის. მისივე თქმით, ადგილობრივი მთავრობა, შესაძლებლობებისა და კანონმდებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს გააკეთებს მათ დასახმარებლად.

მარი ბაბუხადია