ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრმა ხალხური შემოქმედების საღამოს უმასპინძლა. კულტურის ობიექტების გაერთიანების (დირექტორი ნათია ხეთერელი) ორგანიზებით სასოფლო კლუბებმა ერთი წლის მანძილზე გაწეული მუშაობის შედეგი სცენაზე გამოიტანეს და თვითმოქმედი კოლექტივების მონაწილეობით ოკრიბული ფოლკლორი გააცოცხლეს. გელათის, საწირის, გურნის, ძმუისის, ორპირისა და ცუცხვათის ადმინისრტაციული ერთეულების წარმომადგენლებმა, რომელთა შორის, ყველა თაობის მომღერალი იყო, ეს უძველესი სიმდიდრე მსმენლამდე სათუთად მიიტანეს.
20-მდე ნომერს შორის, სახალხო მთქმელის, ზანა გაბადაძის, რამდენიმე ლექსიც იყო გაჟღერებული. სცენაზე ცეცხლოვანი მუხტი შეიტანეს ქორეოგრაფიული ანსამბლის, ,,ოკრიბის” (ხელმძღვანელები ჯემალ და გულჩინა ბოცვაძეები), მოცეკვავეებმა.
ნათია მურუსიძე
1 კომენტარი “ხალხური შემოქმედების საღამო”
კომენტარები გამორთულია