IMG_3743+

,,ჭირვეულას“ პრემიერა

  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის სახელობის საბავშვო-სასულიერო თეატრ-სტუდიამ მოზარდ მაყურებელს ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, „ჭირვეულა,“ წარმოუდგინა, რომელიც სტუდიის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა, ლალი კუბლაშვილმა, შარლ პეროს ზღაპრის, „წითელქუდას,“ მიხედვით დადგა. 45 წუთიან წარმოდგენაში სტუდიის ორივე ჯგუფის 54-მდე აღსაზრდელი და მუნიციპალიტეტის თეატრის მსახიობები - მარინე ბრეგაძე და თორნიკე გოტიაშვილი, ერთობლივად იყვნენ ჩართულნი. სიუჟეტის ორიგინალური ვერსიის მთავარი გმირი ჭირვეული ხასიათის გოგონაა, რომელიც არ ემორჩილება ძიძებსა და დედა-დედოფალს. „წითელქუდას“ (იგივე „ჭირვეულა“) პროტოტიპი მარიამ ბრეგაძემ განასახიერა. თუმცა, ყველა როლი მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. „ჭირვეულა“ ბებოს მოსანახულებლად მიმავალ გზაზე უამრავ თავგადასავალს აწყდება, მათ შორის არის პატარებისათვის ბევრი ნაცნობი და ბევრიც გამოგონილი პერსონაჟი: მინიონი, ქალთევზები, დონალდი, გოჭი-პეპა, ჟირაფი-ჟოზე, ფუტკრები, კურდღლები, ჭიამაია და სხვა.

  პრემიერას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  აღსანიშნავია ის, რომ საგანგებოდ ზღაპრისათვის შექმნილი არაჩვეულებრივი და ფერადი „კოსტიუმები,“ რომლებმაც განსაკუთრებული ხიბლი შესძინეს სპექტაკლს, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, მიერ სტუდიისათვის ნაჩუქარი თანხიდან შეიკერა.

  პრემიერის განმეორებითი ნახვა, მოზარდ მაყურებელს, 18 დეკემბერს, 17 საათზე, კვლავ ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის სცენაზე, შეუძლია.

ნათია მურუსიძე

1 2 3 4 5 6