111111

წლის საანგარიშო კონცერტი ხელოვნების სკოლაში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში წლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა. წანასაახალწლო განწყობის შესაქმნელად სკოლის აღსაზრდელებმა ერთსაათიანი პროგრამა წარმოადგინეს, რომელშიც თითქმის ყველა განყოფილება იყო ჩართული. 15-მდე ნომერი საგუნდო, საფორტეპიანო, საორკესტრო, ხალხური და ვოკალური განყოფილებების მოსწავლეებმა, პედაგოგთა აკომპანიმენტის ფონზე შეასრულეს. ზოგიერთი მათგანი პირველად იდგა სცენაზე, ბევრს კი, არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობის გამოცდილება დაუგროვდა. მუსიკალური ნომრები მაჟორულ, სადღესასწაულო ხასიათს უქმნიდა მაყურებელს, რომელთა შორის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, კულტურისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელები და მშობლები ესწრებოდნენ.

  კონცერტი ხელოვნების სკოლის საგუნდო განყოფილებამ საახალწლო „მრავალჟამიერით“ დაასრულა. მუნიციპალიტეტის მერმა კი, მოსწავლეეებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად სამსახსოვრო ფოტოები გადაიღო.

ნათია მურუსიძე