წინასაახალწლო ნობათი თვითმმართველობისაგან

  ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებსა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს წინასაახალწლოდ სურსათითა და ტკბილეულით დაკომპლექტებული სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.

  საახალწლო სუფრისათვის განკუთვნილი ძღვენი, მერიისა და საკრებულოს სახელით, როგორც ქალაქში, ისე სოფლად მცხოვრებმა სულ 160-მა ადრესატმა მიიღო.

  მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნელი ქარელმა და სხვებმა საახალწლო ძღვენი მოქალაქეებს შინ მიუტანეს. მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და გაესაუბრნენ. აქტივობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითა და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.

  აღსანიშნავია, რომ როგორც წინასაახალწლოდ, ისე სხვა დღესასწაულებთან და მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებისა და ადამიანების დასაჩუქრება ჩვენს მუნიციპალიტეტში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა და ყოველწლიურად ხორციელდება.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია