„წითელას“ პრევენციის მიზნით არაგეგმიური იმუნიზაცია დაიწყო

  ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის  ერთ-ერთ უმთავრეს სფეროს  დაავადებების სპეციფიკური პრევენცია _იმუნიზაცია წარმოადგენს. დაავადებების თავიდან აცილება შესაძლებელია აცრების საშუალებით, რომელიც გეგმიური აცრების კალენდრის შესაბამისად ხორციელდება. სამწუხაროდ, მოსახლეობის ნაწილი  სუბიექტური  თუ ობიექტური მიზეზების გამო  რჩება გეგმიური აცრების გარეშე, რაც პერიოდულად იწვევს აფეთქებებს. ამის დადასტურებაა  საქართველოში 2013-14 წლებში „წითელას“ ეპიდაფეთქება (11000 შემთხვევა და 3 გარდაცვალება). შემთხვევეის დიდი ნაწილი 15-30 ასაკის მოსახლეობაზე მოდიოდა.

  ამჟამად ევროპის რეგიონში 2014-2020 წლებისათვის სამოქმედო გეგმის მიზანია წითელა წითურას  ელიმინაციის ღონისძიებების გატარება,რაც გულისხმობს:

   ა) 2010-1986 წლებში დაბადებულ არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების ერთჯერად ვაქცინაციას წითელა, წითურა ყბაურის ვაქცინით

  ბ) სამედიცინო პერსონალის ერთჯერად ვაქცინაციას

  გ) წითელას გამოვლინებისას ოჯახის და ორგანიზებული არავაქცინირებული კონტაქტების ერთჯერად ვაქცინაციას

   შეგახსენებთ, რომ „წითელა“ მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად რთულდება პნევმონიით; ენცეფალიტით - ტვინის შეშუპებით, რომელიც მთავრდება სმენის დაკარგვით და უნარშეზღუდულობით; ყურის ინფექციები მთავრდება სმენის დაკარგვით; ორსულობის პერიოდში „წითელა“ შეიძლება, გახდეს ნაადრევი მშობიარობის ან ახალშობილის მცირე წონის მიზეზი .

  „წითურაც“ მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ორსულობის საწყის პერიოდში ინფიცირების შემთხვევაში იწვევს ნაყოფის დაზიანებას და თანდაყოლილ დეფექტებს, სიყრუეს, კატარაქტას, გონებრივ ჩამორჩენილობას, ღვიძლის, ელენთის, გულის პათოლოგიებს; შეიძლება, დადგეს ორსულების შეწყვეტის საკითხიც

  „ყბაყურა“ რთულდება მამაკაცებში ორხიტით, რაც შესაძლებელია უშვილობის მიზეზი გახდეს; ასევე  ენცეფალითით, მენინგიტით, სიყრუით, ზრდასრულ ქალებში საკვერცხეებისა ან სარძევე ჯირკვლების ანთებით.

   ამ დაავადებიბისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად  იმ პირებმა. რომლებიც ზემოთაღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შედიან, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ექიმი გადაამოწმებს თქვენი აცრების სტატუსს და საჭიროებისას ჩაგიტარებთ  აცრას, რითაც დაიცავთ საკუთარ,  გარშემომყოფებისა და თქვენი მომავლის ჯანმრთელობას.

  ჩვენ ვიცრებით, რათა გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი! შეგახსენებთ, რომ აცრები უფასოა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი

კომენტარები გამორთულია