ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლამდელი აღზღდის დაწესებულებებს ახალი კერა დაემატა. საბავშვო ბაღი, სოფელ ძმუისში, ადმინისტრაციული შენობის II სართულზე გაიხსნა.
7 ათას 714 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. შესრულებული სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ შ.პ.ს ,,ვუდ ჯორჯიამ“ აწარმოა.
ახალ საბავშვო ბაღში ერთი ინტეგრირებული ჯგუფია, რომელშიც დღეისათვის 8 აღსაზრდელია. მნიშვნელოვანია, რომ სოფელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აქამდე არ ჰქონია.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აღნიშნულ ობიექტს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, გადაეცა შესაბამისი ინვენტარი - მაგიდები, კარადები, სკამები, საწოლები, გაზქურა. აღსაზრდელებისათვის ასევე შეძენილ იქნა სათანადო სასწავლო ნივთები.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია