finali_01

ჩემპიონობა მინიფეხბურთში კურსების „კურსებმა“ მოიპოვა

  საწირის სპორტულ მოედანზე გამართულ მინიფეხბურთის ჩემპიონატზე I ადგილი ,,კურსებმა” მოიპოვა, II ადგილი _ ,,ზემელმა”, ხოლო III-საწირის ,,კურორტს” ხვდა წილად. გამარჯვებული გუნდები ადგილობრივი გამგეობისაგან შესაბამისი ფულადი პრიზებით -400, 300 და 200 ლარის ოდენობით დასაჩუქრდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ფინალურ გათამაშებას დაესწრო და მას თვალყურს ადევნებდა სამთავრობო გუნდის ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელგუჯა გოცირიძე, რომელიც მიესალმა შეხვედრის მონაწილეებს და ჩემპიონს, კურსების გუნდს, გამარჯვება მიულოცა.
მინიფეხბურთის ჩემპიონატს ორგანიზება გაუწია გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, ახალგაზრდულმა საკრებულომ და იმერეთის ახალგაზრდულმა ასოციაციამ.

მარი ბაბუხადია