ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში დაიწყო

  საქართველოს საბიბლიოთეკო გაერთიანებების ჩემპიონატი სკოლის ასაკის მოსწავლეებს შორის ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად დაიწყო. მისი პირველი მუნიციპალური ეტაპი ყველგან და მათ შორის ტყიბულში უკვე ჩატარდა.   

  პირველი ტურის შედეგად დაგროვებული ქულების უპირატესობით N6 საჯარო სკოლის გუნდი მუნიციპალური ჩემპიონი გახდა. საპრიზო ადგილები კი N1 და N5 საჯარო სკოლების მოაზროვნეებმა მოიპოვეს.

  ღონისძიების ადგილობრივ დონეზე ჩატარებას ორგანიზება კულტურის ობიექტების გაერთიანებამ გაუწია.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია