215_7368_01.MP4.Still012

შეჯიბრი კალათბურთში სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში

  ტყიბულის სპორტის სასახლეში კალათბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების ფარგლებში, შეჯიბრი გაიმართა. მასში ჩართულნი იყვნენ ქალაქის N1, N4, N5, N6, N7 და სოფლების ხრესილის, ორპირის, კურსებისა და სოჩხეთის საჯარო სკოლების 2004-05-06 წ.წ. დაბადებულ მოსწავლეებისაგან შემდგარი გუნდები, მათგან 9 - ვაჟების, ხოლო 5 - გოგონების შემადგენლობით. თითოეულ მოასპარეზე ჯგუფს თან ახლდა ერთი მწვრთნელ-მასწავლებელი.

  გოგონათა შორის, I ადგილი ორპირის, II - N7, ხოლო III - ხრესილის, სკოლების გუნდებმა მოიპოვეს. ვაჟებში გამარჯვებული N1 სკოლა გახდა, II ადგილზე - N6, ხოლო III-ზე ორპირის სკოლის წარმომადგენლები გავიდნენ.

  შემდეგი შეხვედრები ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთსა და მხიარულ სტარტებში გაიმართება.

  მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულები რეგიონალურ შეჯიბრებებში ჩაერთვებიან, ხოლო აღნიშნულ ეტაპზე გამოვლენილები კი, - ფინალურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას.

  სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებს ტყიბულში ორგანიზებას მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახური უწევს. საშეჯიბრო გეგმა-გრაფიკის მომზადებას, მსაჯების, ტექნიკური პერსონალის შერჩევასა და საჭირო სპორტული ინვენტარით აღჭურვას კი, - სპორტული ცენტრი და საფეხბურთო კლუბი ,,მეშახტე'' უზრუნველჰყოფს.

მარი ბაბუხადია