ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !

  25 აგვისტოს, შაბათს, ქალაქ ტყიბულში, მუნიციპალიტეტის თეატრში, გაიმართება კონცერტი რეპ-მომღერლის „შავი პრინცისა“ და ჯგუფის, „ხვალეს,“ მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ერთ-ერთი ახალგაზრდა წევრი, ირაკლი ვერულაშვილი, ტყიბულელია. პროგრამა დაახლოებით სამსაათიანია. რეპერტუარში შესული ერთ-ერთი სიმღერა ეძღვნება ტყიბულს. კონცერტი ჩვენი ქალაქის მკვიდრების გიგა გოტიაშვილისა და ლაშა ნამგალაძის ორგანიზებით ეწყობა. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია ბავშვთა გასართობ ცენტრში „ანნა“ (ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე). ასევე, მათი შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში (კონცერტის დღეს). ადგილების დაჯავშნის სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ტელეფონზე: 595 53 13 16.

  ბილეთის ღირებულება: 10 ლარი.

  დასაწყისი: 19:00 საათზე.

1 კომენტარი “ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !

  1. Уведомление: 1instability

კომენტარები გამორთულია