111

ყურადღება!

  22-28 აგვისტოს, ტყიბულში, ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი „ტყიბული - 2016“ გაიმართება, რომელსაც ჩვენს ქალაქში შვიდწლიანი ტრადიცია აქვს.

  ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად, 8, 10, 12, 14, 16 წლამდე ასაკის გოგონებსა და ვაჟებს შორის წარიმართება. შეჯიბრება 22 აგვისტოს 11 საათზე, მუნიციპალური თეატრის ვერცხლისფერ დარბაზში გაიხსნება.

  გამარჯვებული მოჭარდაკეები და მათი მწვრთნელები სიგელებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

საჭადრაკო კლუბის „ტყიბულის“ დირექცია