ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ხუთშაბათს, 4 აგვისტოს, 18:00 საათზე, საწირის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე, გაიმართება ფინალური თამაშები, მინი ფეხბურთში, 2016 წლის საქალაქო პირველობაზე.
I და II ადგილებისათვის იბრძოლებენ გუნდები - კურსების - „კურსები“ და ზემელის - „ზემელი,“ ხოლო III ადგილისათვის ერთმანეთს საწირის - „კურორტი“ და კეცხოველის - „აფრასიონა“ დაუპირისპირდებიან.
ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაზე მონაწილეებსა და მათ გულშემატკივრებს საინტერესო თამაშები და სხვადასხვა სიურპრიზი ელით.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
2 thoughts on “ყურადღება!”
კომენტარები გამორთულია