ყოველკვირეული თათბირი მერიაში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ყოველკვირეულ თათბირს მერის I მოადგილე, გიორგი ლომთაძე, უძღვებოდა. სხდომას მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, სამსახურების უფროსები, ა.(ა).ი.პ-ების დირექტორები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    ხელმძღვანელმა პირებმა შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოებსა თუ სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებზე ისაუბრეს.

  განსაკუთრებული აქცენტები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაკეთდა. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა წარმოადგინა ინფორმაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში ამჟამად მიმდინარე და განსახორციელებელ, მათ შორის, როგორც 2017 წლის გარდამავალი ისე, 2018 წლის პროექტების შესახებ. მან დეტალურად ისაუბრა სოფლების შიდა გზებისა და ტყიბულში თაბუკაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის ბეტონისსაფარით მოწყობის, დეტალებზე, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. აქვე აღინიშნა, რომ მიმდინარე კვირაში დაიწყება შიდა ეზოების რეაბილიტაციაც,  ხოლო  სოფლებში საბავშვო ბაღების მოწყობის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

   ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა აქცენტები ქალაქის იერსახის მოწესრიგების კუთხით გატარებულ და გასატარებელ ღონისძიებებზე გააკეთა.

  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ამავე უწყების შუამდგომლობით სკოლის 13-დან 16 წლამდე ასაკის ხუთი მოსწავლე, რომლებიც ტყიბულელი დაღუპული მეშახტეების შვილები არიან 13 აგვისტოს ანაკლიაში „მომავლის ბანაკში“ გაემგზავრებიან. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამით, „მომავლის ბანაკი 2018 წელი“ ხორციელდება.

  მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების უწყების უფროსისაგან მოსმენილ იქნა ინფორმაცია უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტში დაგეგმილ საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სპორტულ აქტივობებზე. მათ შორის, ინტელექტუალური თამაშის ,,რა, სად, როდის?“ და  ასევე, მინიფეხბურთის ჩემპიონატის შესახებ.

  კომუნალური გაერთიანების დირექტორმა მიმდინარე დასუფთავებისა და სამღებრო სამუშაოების, ქალაქსა და სოფლებში გარე განათებების მოწესრიგების, საქალაქო ტრანსპორტის მუშაობასა თუ სხვა შესაბამის საქმიანობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.

  გიორგი ლომთაძემ შეკრებილებს ა.(ა).ი.პ კულტურის ობიექტების გაერთიანების ახლადდანიშნული დირექტორი, თამარ ლაფერაძე, წარუდგინა და წარმატებები უსურვა მას.

 მერის I-მა მოადგილემ სამსახურებისა და ა.(ა).ი.პ-ების დირექტორების მოსმენის შემდეგ მათ გარკვეული მითითებები და დავალებები მისცა.

მარი ბაბუხადია

1 კომენტარი “ყოველკვირეული თათბირი მერიაში

  1. Уведомление: 2impressive

კომენტარები გამორთულია