ყოველკვირეული თათბირი მერიაში

  ყოველკვირეულ თათბირს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, უძღვებოდა. მას საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მერის I მოადგილე, გიორგი ლომთაძე, საკრებულოს წევრები, სამსახურების უფროსები, ა.(ა).ი.პ-ების დირექტორები, სხვადასხვა ორგანიზაციის, ადმინისტრაციული ერთეულებისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  მერმა თითოეული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირისაგან მოისმინა ინფორმაცია ერთი კვირის მანძილზე გაწეული საქმიანობის შესახებ და მათ სათანადო შეფასება და მითითებები მისცა ეფექტური მუშაობისათვის.

მარი ბაბუხადია

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.