215_0599_01.MP4.Still244

ყოველკვირეული თათბირი მერიაში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, ყოველკვირეული თათბირი გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, მერის მოადგილე, სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წევრები ესწრებოდნენ.

გასული კვირის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიშები წარადგინეს სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა. თითოეულმა მათგანმა შესაბამისი მითითებები მიიღო.

ნათია მურუსიძე