002

„ღამე ტყიბულის მუზეუმში“

  „ღამე მუზეუმში,“ - ამ სახელწოდების აქცია გაიმართა ტყიბულში მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელსაც მსოფლიოს 150-მდე ქვეყანა ყოველწლიურად აღნიშნავს. 18-დან 24 მაისის ჩათვლით საქართველო ამ კამპანიას უერთდება და კვირეულს აწყობს.

  რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახლადგარემონტებულმა სივრცემ დამთვალიერებელი მიიღო. ექსპონატები, რომლებიც გამყინვარების შემდგომი პერიოდიდან მოყოლებული სხვადასხვა ხანას ასახავდა, მთლიანად ოკრიბის ტერიტორიაზე აღმოჩენილი გეოლოგიური კვლევის ნიმუშებს წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ფონდის ძირითადი ნაწილი კვლავ დახურულია, სადაც ათასობით ნივთი დღის სინათლეს ელოდება.

ნათია მურუსიძე