ქუთაისის აეროპორტისა და რკინიგზის დამაკავშირებელი პროექტი დამტკიცდა

  საქართველოს მთავრობამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და ..საქართველოს რკინიგზის“ დამაკავშირებელი პროექტი დაამტკიცა.
პროექტის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაკავშირებული იქნება რკინიგზის კოპიტნარის სადგურთან. მოხდება სადგურის რეაბილიტაცია, ასევე განხორციელდება საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომელიც აეროპორტს და სარკინიგზო სადგურს დააკავშირებს.
ეკონომიკის სამინისტროში შემავალი აეროპორტების გაერთიანების კომპანია გააკეთებს ორგანიზებას შატლებით უფასოდ ავიამგზავრების მომსახურებისას. შატლები მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდება და ,,საქართველოს რკინიგზის“ განახლებულ სადგურამდე მიიყვანს.

  ,,მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტს, ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, აღნიშნული პროექტის დამტკიცებისთვის, რადგან ეს პროექტი ტურისტების ნაკადის კიდევ უფრო გაზრდას და მათ კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. არსებობდა სხვადასხვა მოსაზრება და საზოგადოებას სურდა, რომ ეს მატარებელი გაჩერებულიყო ქუთაისში, ამ პროექტით ეს ხდება შესაძლებელი და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მინისტრთა კაბინეტს ამ გადაწყვეტილებისთვის", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.