ქუთაისმა საქველმოქმედო საღამოს უმასპინძლა

  13 ივნისს თბილისში სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად სრულიად იმერეთის რეგიონი გაერთიანდა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმაც მიიღო, მან როგორც ხელოვნების დიდმა გულშემატკივარმა როიალზე ქართული კინომუსიკა ააჟღერა. კონცერტზე გაყიდული ბილეთებიდან შესული თანხა მთლიანად სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდება. აქცია იმერეთის მხარის გუბერნატორის მხარდაჭერით გაიმართა.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია