პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ტყიბულის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. ამ პოზიციაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დავით კუბლაშვილი დელეგატების ხმათა უმრავლესობით იქნა დამტკიცებული.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ: პარტიის გენერალური მდივანი, კახი კალაძე; აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე; იმერეთის მხარის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია