ტყიბულში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ქალაქის შიდა გზებისა და ეზოების რეაბილიტაციის პროცესით დაინტერესდა და დუმბაძის ქუჩაზე ბეტონის საფარის მოწყობას დაესწრო. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წლის ბოლომდე, 300 ათასი ლარის ღირებულებით, სულ 14 მიმართულებით გზა, ჩიხი თუ შესახვევი უნდა კეთილმოეწყოს. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯეო როუდ ინვესტი“ აწარმოებს.
გარდა ამისა, წელს ქალაქის გზების რეაბილიტაცია, გარდამავალი პროექტის ფარგლებში, 41 მიმართულებით დასრულდა, რისთვისაც რგფ-დან 954 ათას 165 ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება შიდა ეზოების განახლებას აღნიშნული პროექტი მიმდინარე წელს სამ ეტაპად, შპს „მიმდემის“ მიერ, განხორციელდა, რომლის პირველ ეტაპზე ხუთი ეზოს კეთლმოწყობა მოხდა: ჯალაღანიას N16/29-სა და რუსთაველის N23-ში 12 სანტიმეტრი სისქის არმირებული ბეტონი დაიგო, ხოლო რუსთაველის N1-ში, კოსტავას N2-სა და გამსახურდიას N 22-ში კი ეზოები 7 სანტიმერტიანი ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთდა. მუნიციპალიტეტის მერმა დასრულებული პროექტების ნაწილი დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოები დამატებით კიდევ 9 შიდა ეზოს რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ესენია: გამსახურდიას N1/3, N10, N51, ჯალაღანიას N9, მეშახტის N6, რობაქიძის N7, ბრეგვაძის N4, კოსტავას N11, რუსთაველის N2/4. ამათგან ხუთი მათგანი ბეტონით, ხოლო ოთხი - ასფალტო-ბეტონის საფარით კეთილმოეწყობა. პროექტის ღირებულება ჯამში სულ 936 903 ლარს შეადგენს, რომელიც მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ გამოეყო.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია