215_0599_01.MP4.Still0961

უხვთოვლიანობისაგან შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა მიმდინარეობს

  თოვლის მაღალი საფარის გამო, ტყიბული-მუხურის დამაკავშირებელი გზა, რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაიკეტა, რომელიც დღეისათვის გაწმენდილია.

  მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, კომუნალური გაერთიანების დირექტორთან, ავთანდილ გვენეტაძესთან, ერთად მუხურასთან მისასვლელი 12 კილომეტრიანი გზის გაწმენდითი სამუშაოები ადგილზე მისვლით დაათვალიერა.

  აღნიშნულმა ხელმძღვანელმა პირებმა გამგებლის წარმომადგენელთან ტყიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, კობა გიორგაძესთან, ერთად ქალაქში ბრეგვაძის, ჭავჭავაძისა და მეშახტის ქუჩებზე უკვე დასრულებული და მიმდინარე სამუშაოებიც მოინახულეს და ამასთანავე, ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრნენ.

მარი ბაბუხადია