უმწეოთა სასადილოში სარემონტო სამუშაოები დასრულდა

  ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით ტყიბულში, უმწეოთა სასადილოში, სარემონტო, სარეაბილიტაციო და შეკეთებითი სამუშაოები ჩატარდა. გარდა ამისა, ტენდერის გზით განხორციელდა თანამედროვე ტიპის ინვენტარისა და ტექნიკური მოწყობილობების შეძენა. სრული ფინანსური ხარჯი 6 594 ლარს შეადგენს. ასევე, მოხდა 1 300 ლარის ღირებულების ე.წ. „სტელაჟისა“ და ორი მაგიდის შესყიდვა და მოწყობა.

  აღნიშნული შესრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნელი ქარელმა დაათვალიერეს და ბენეფიციარებსა და მომსახურე პერსონალს გაესაუბრნენ.

მარი ბაბუხადია 

კომენტარები გამორთულია