ტყიბულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაული აღინიშნა

ტყიბულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაული აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების კვირეულს ტყიბულის სამხატვრო სკოლამ საგაზაფხულო გამოფენა მიუძღვნა. გალერიის დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ეხილა მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა ნამუშევრები, მხატვრობის სხვადასხვა ჟანრობრივი ნიმუშები.

მუნიციპალურ თეატრში კი გაიმართა 26 მაისისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიებები, სადაც მონაწილეობდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, თეატრისა და სტუდიის ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები.