ტყიბულის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. ცერემონიალში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები პატარებთან და პროგრამის მონაწილეებთან ერთად ჩაერთვნენ. ნაძვის ხესთან შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მერმა, თემურ ჩუბინიძემ, მიულოცა.
საახალწლო გარემოსთან ერთად პატარებს მხიარულ განწყობას მათთვის საყვარელი ფიფქია და სხვა მონაწილეები უქმნიდნენ. ისინი მათთან ერთად მღეროდნენ და ცეკვავდნენ. თოვლის ბაბუამ კი გახარებული ბავშვები ტკბილეულით დაასაჩუქრა.
საზეიმო ცერემონიალში ჩართულნი იყვნენ მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლისა და სხვა მოსწავლე- ახალგაზრდები.
ღონისძიება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია