ტყიბულში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა

  ტყიბულში თოვლის სახით უხვი ნალექი მოვიდა, რამაც გზებზე თავისუფლად გადაადგილების თვალსაზრისით მოსახლეობას გარკვეული შეფერხებები შეუქმნა. 

  მუნიციპალიტეტის გამგებლის, რობიზონ გვენეტაძის, ინიციატივით გამგეობის სამსახურების უფროსებმა და ა.(ა).ი.პ-ების დირექტორებმა ცენტრალური გზის გასწვრივ ტროტუარები თოვლის საფარისგან ფიზიკური ძალებით გაწმინდეს. როგორც გამგებელმა აღნიშნა, ქალაქის მასშტაბით, ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებითა და სოფლების შიდა გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია