organizacia

ტყიბულში ახალი, არასამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაცია დაფუძნდა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, „ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და ინტერესების დაცვის“ საქველმოქმედო ორგანიზაცია დაფუძნდა, რომელსაც ჭაბუკ ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს.

  არასამთავრობო უწყების გახსნას საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი, გამგებლის მოადგილე, შალვა გაბრიაძე და „საქნახშირის (ჯი - აი - ჯი) ჯგუფის“ წარმომადგენელი გულჯერ გვენეტაძე ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასასრულს სოციალურად დაუცველთა და მარჩენალდაკარგულთა ოჯახების ოცდაათამდე ბავშვს, ორგანიზაციის სახელით, საჩუქრები გადაეცა. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ არასამთავრობო უწყებაში გაწევრიანება და ქველმოქმედება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

მარი ბაბუხადია