ტყიბულში ასფალტ-ბეტონით ორმოული შეკეთება მიმდინარეობს

  საქართველოს საგზაო დეპარტამენტი ტყიბულის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. კერძოდ, 10 ათას მ² სიგრძის გზის მანძილზე 4 სმ-იანი ასფალტ-ბეტონის დაგება დაწყებულია და იგი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მაისის ბოლო რიცხვებამდე უნდა დასრულდეს. დაზიანებული გზის ორმოულ შეკეთებით სამუშაოებს შ.პ.ს. „ორიენტირი“ 17-მდე უახლესი ტექნიკის გამოყენებით ასრულებს.

  როგორც სამუშაოთა მწარმოებელმა, როსტომ კობახიძემ, აღნიშნა: „- საგზაო დეპარტამენტის მიერ ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის ცენტრალურ მონაკვეთზე, ტყიბულში, 10 ათას მ² გზის დაზიანებულ მონაკვეთში ასფალტ-ბეტონით ორმოული შეკეთება კარგი ტემპით მიმდინარეობს და თვის ბოლომდე აღებული ვალდებულება შესრულებულ იქნება“.

ნანა რაზმაძე

gza2+ gza4+ gza3+

1 კომენტარი “ტყიბულში ასფალტ-ბეტონით ორმოული შეკეთება მიმდინარეობს

  1. Уведомление: 1indemnification

კომენტარები გამორთულია