88157542_3510494455687338_2409090423826939904_o

ტყიბულს სამი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

           ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება, მათ შორის, საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესიც. წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტს სამი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატება, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღიჭურვება. ამჟამად, ტყიბულში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მე-4  საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 739 200 ლარს შეადგენს. არსებული სამუშაოები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 50 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ასევე, ხორციელდება ქალაქის მე-2 და სოფელ გელათის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პრეოქტი, რომელიც გასულ წელს დაიწყო. ახალი სასწავლო წლისათვის ბაღები სრულად იქნება გაზიფიცირებული, წყალმომარაგებითა და ელექტოენერგიით უზრუნველყოფილი, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის ადაპტირებული.