ტყიბულმა რაგბის ფესტივალს უმასპინძლა

  ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სასწავლო სარაგბო ფესტივალის მორიგი 2016 წლის კალენდარული ტურნირი გაიმართა. მასში მონაწილეობდა 10 გუნდი - სხვადასხვა ქალაქებიდან.

  აღნიშნული შეჯიბრი, საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით, ყოველწლიურად ეწყობა და მისი მიზანი სპორტის ამ სახეობის უკეთ სწავლება და პოპულარიზაცია, ასევე, მოზარდების დამეგობრება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა.

  ფესტივალში ტყიბულის „გელათი“ უკვე მესამე წელია აქტიურადაა ჩართული. ადგილობრივი რაგბის სპორტული სკოლა თამაშზე 2 გუნდით წარდგა და სტუმრებს ღირსეული და საინტერესო ასპარეზობა აჩვენა. ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილე სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდა.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია