ტყიბულმა მეშახტეთა პროფესიული დღე იზეიმა

  მეშახტეთა პროფესიული დღესასწაული კიდევ ერთხელ აღინიშნა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რომელსაც საქალაქო ღონისძიება მიეძღვნა. საგანგებოდ ამ თარიღისათვის აქ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დამფუძნებელი, დავით ბეჟუაშვილი, ბიზნესმენ ელგუჯა ქებურიასთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად ჩამოვიდა.

  საპატიო სტუმართა შორის იმყოფებოდნენ იმერეთის მხარის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, ვიცე-გუბერნატორი, პაატა ნადირაძე და სხვა ოფიციალური პირები. დღესასწაულს მუნიციპალიტეტის თეატრმა სპეციალური საკონცერტო პროგრამა მიუძღვნა. კომპანიამ მეშახტეებს, საზეიმო დღესთან დაკავშირებით, სიმბოლური ფულადი საჩუქრები გადასცა.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია