ტყიბული-მუხურის გზა აღდგენილია

  ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ტყიბული-მუხურის დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები, რომლის შედეგადაც 8 კილომეტრიანი მონაკვეთი სოფლის მიმართულებით გასუფთავებულია. მძლავრი სპეც-ტექნიკის დახმარებით მოხდა თოვლის საფარის ქვეშ მოქცეული ტრაქტორის, ე.წ. „ე-100-ს“ და ავტომანქანა „ზილ-131-ის“ გამოყვანა. ამჟამად ორივე მექანიზმი გამართულ მდგომარეობაში მუშაობს და აგრძელებს გათოვლის პროცესს. როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა აცხადებს, ხვალისათვის ტყიბული-მუხურის 11 კილომეტრიანი საავტომობილო გზა სრულად იქნება გახსნილი.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.