ტყიბულის N57–ე საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით, 28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მუნიციპალიტეტში სულ 21 768 დარეგისტრირებული მოქალაქიდან საკუთარი არჩევანი 11 061-მა, - (50,8%) გააკეთა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით: დავით ბაქრაძემ - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ – 903 ხმა (8,41%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ოპოზიციური გაერთიანება - ძალა ერთობაშია) - საპრეზიდენტო კანდიდატმა - გრიგოლ ვაშაძემ - 5 027 ხმა (46,83%), „საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან“ - შალვა ნათელაშვილმა - 313 ხმა (2,92%), „თავისუფალი დემოკრატებიდან“ - დავით უსუფაშვილმა - 253 ხმა (2,36%), მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა - 3 845 ხმა (35,82%), მიიღეს. არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი იბრძოდა. ცნობილია, რომ ქვეყნის მასშტაბით, მეორე ტური გაიმართება, რომელშიდაც სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.
კომენტარები გამორთულია