რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შვიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება - 2 202 085 ლარს შეადგენს. მათ შორის, სპორტის სასახლისა და საცურაო აუზის რეაბილიტაცია; სოფლების საწირე-ცუცხვათის დამაკავშირებელი, ახალდაბასა და ძიროვანში გზის მონაკვეთების ბეტონის საფარის მოწყობა; სოჩხეთის, გურნისა და ნაბოსლევის შიდა გზის მონაკვეთების ბეტონის საფარით რეაბილიტაცია; ლაშიისა და კურსების შიდა გზის მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დაგება და მრავალსართულიან კორპუსებში არსებული ლიფტების რეაბილიტაცია.
უკვე დასრულდა ტყიბული-მუხურის გზის 7.6 კმ-ანი მონაკვეთის რააბილიტაცია.
სხვადასხვა უწყებების დაფინანსებით ტყიბულის მუნიციპალიტეტში შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტებიც ხორციელდება: ქალაქ ტყიბულის გაზიფიცირება, რომელიც მოიცავს 5 107 აბონენტის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას; გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია (ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა), რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას; სოფელ მუხურაში საჯარო სკოლის, სპორტული დარბაზის, ღია სპორტული მოედნისა და საქვაბე მეურნეობის მშენებლობა; ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 7,6 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება, რომლითაც დასრულდება ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის, ქუთაისი-ტყიბულის 38 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია.
ასევეა დაგეგმილია ტყიბულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.
218 569 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტიიდანაც ხორციელდება:
რუსთაველის ქუჩაზე მოაჯირების მოწყობა; მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და ხელოვნების სკოლის რეაბილიტაცია; უმწეოთა სასადილოს შენობისა და ასევე სოფელ საწირეში საბავშვო ბაღის შენობის კეთილმოწყობა; ტყვარჩელის ქუჩაზე არსებული საბავშვო ატრაქციონის; N5 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებული მოსაცდელის რეაბილიტაცია; სოფელ ხრესილში, საბავშვო ბაღის ეზოსა და სახურავის მოწესრიგება და საზოგადოებრივ შენობებში სამი ერთეული პანდუსის მოწყობა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015-16 წლების განმავლობაში სხვადასხვა უწყებების დაფინანსებით სულ 17 301 773 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
მუნიციპალიტეტში, ასევე ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად მიმდინარე წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 432.140 ლარი გამოეყო. დღეის მდგომარეობით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი 99 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 25 შესრულებულია, 22-ზე სამუშაოები დაიწყო ხელშეკრულების შესაბამისად, რაც შეეეხება დარჩენილ პროექტებს, რომელიც გზების მოხრეშვას ითვალისწინებს, მათზე ტენდერი 7 აგვისტომდე გამოცხადდება.
პროგრამის ფარგლებში, აპრილის თვეში მუნიციპალიტეტის 46 სოფელში, ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით სოფლის კრებები გაიმართა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები განსახორციელებელი პროექტების შესახებ.
სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე მომზადებული 99 ინფრასტრუქტურული პროექტი გადაიგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შესათანხმაბლად. მაისის თვის ბოლოს შეთანხმდა აღნიშნული პროექტები და შესაბამისმა ორგანიზაციამ დაიწყო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მომზადება ტენდერზე გასატანად.
ივლისის თვის პირველ რიცხვებში მუნიციპალიტეტის მიერ მოხდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერების გამოცხადება, რომლის უმრავლესობა არ შედგა პრეტენდენტის არარსებობის გამო და მოგვიწია განმეორებითი ტენდერების გამოცხადება, რაც დროში გახანგრძლივდა.
სოფლის კრებების მიმდინარეობის პარალელურად გამგეობამ დაიწყო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ პროცედურების მომზადება. 8 აპრილს პირველი წერილი გაიგზავნა ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მას შემდეგ არაერთი წერილის სახით ეთხოვა შუამდგომლობის გაწევა გარემოს დაცვის სამინისტროსა და მთავრობისთვის. მიუხედავად თხოვნისა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სარგებლობის უფლება მუნიციპალიტეტმა მხოლოდ 2015 წლის 31 ივლისის საქართველოს მთავრობის №1678 განკარგულების საფუძველზე შეძლო.
საერთო ჯამში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ტყიბულის მუნიციპალიტეტში სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა
კომენტარები გამორთულია