ტყიბულის „ეტალონი მოსწავლე“ შალვა ცნობილაძე გახდა

  N6 საჯარო სკოლაში „ეტალონი 2017-ის“ მეორე ეტაპი ჩატარდა. ღონისძიებას პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი, უძღვებოდა. 

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის „2016-17 სასწავლო წლის ეტალონი მოსწავლე“ N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე, შალვა ცნობილაძე, გახდა. გამარჯვებული შესაბამისი დიპლომით დაჯილდოვდა, რომელიც მას გამგებელმა საზეიმო ვითარებაში გადასცა და ფინალურ ტურში, რომელიც ბათუმში გაიმართება, წარმატება უსურვა. სიგელებით დასაჩუქრდა ინტელექტ-მარათონის ყველა მონაწილე.

მარი ბაბუხადია 

კომენტარები გამორთულია